2 июн. 2011 г.

მართლმადიდებელი სამყარო დღეს ამაღლებას ზეიმობს

მართლმადიდებელი სამყარო დღეს ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღსრულდება. .
მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ამაღლების დღესასწაულს აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს ზეიმობს. წმიდა სახარების მიხედვით, ქრისტე თავის მოწაფეებს აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ეცხადებოდა და სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა.
აღდგომიდან მე-40 დღეს მოწაფეები გალილეიდან იერუსალიმში ერთ სახლში შეიკრიბნენ, სადაც მათ მაცხოვარი გამოეცხადათ. იესომ შეკრებილთ აღუთქვა, რომ მალე მოუვლენდა სულიწმიდას და უბრძანა, იერუსალიმიდან არ წასულიყვნენ.
ქრისტემ შემდეგ ისინი ბეთანიის მიმართულებით გაიყვანა და ელეონის მთაზე ამაღლდა. მანამდე უფალმა შეკრებილნი აკურთხა. ვიდრე მოწაფეები ცას შეჰყურებდნენ, თეთრად მოსილი ორი კაცი ეჩვენათ. შეკრებილებს უთხრეს, რომ ასევე იხილავდნენ ზეციდან მომავალ უფალს..
გილოცავთ ამაღლების დღესასწაულს,უფალი გვფარავდეს ჩვენ და სრულიად საქართველოს.




1 июн. 2011 г.


1 ივნისს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია მოციქულთა სწორის,ქართველთა განმანათლებლის-წმინდა ქალწულის,ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს.გადმოცემის თანახმად,კაბადოკიელი ქალწული ნინო საქართველოში 323 წელს შემოვიდა და მცხეთაში დასახლდა.ქრისტეს რჯულს მიმდევარმა ქალწულმა ჯერ დედოფალი ნანა,შემდეგ კი მეფე მირიანი გააქრისტიანა,მის სახელს უამრავი სასწაული უკავშირდება.337 წლის მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა.

საზეიმო წირვა-ლოცვა ქვეყნის ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში აღევლინება.

გილოცავთ ამ დღესასწაულს,წმინდა ნინოს მადლი გვფარავდეს ჩვენ და სრულიად საქართველოს