18 июл. 2011 г.

ვლაქერნობა 2011

ყოველი წლის 15 ივლისს ღვთისმშობლის კვართის გამობრძანება ზუგდიდის მუზეუმის ტერიტორიაზე მდებარე ვლაქერნის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ხდება, სადაც საზეიმო წირვა-ლოცვის შემდეგ მორწმუნეებს ეძლევათ საშუალება ემთხვიონ და თაყვანი სცენ ქრისტიანული სამყაროს ამ უდიდეს სიწმინდეს...ღვთისმშობლის კვართთან უამრავი კურნებანი და სასწაულები აღესრულებოდა...
მომლოცველთა ჯგუფი საქართველოს ყველა კუთხიდან ზუგდიდში მიემართებოდa, ღვთისმშობლის კვართის გამობრძანება წელიწადში ერთხელ,სწორედ ვლაქერნობის დღესასწაულზე ხდება,სადაც მრევლს მთელი დღის განმავლობაში საშუალება აქვს მიუახლოვდეს კვართს,თაყვანი სცეს და მასზე ილოცოს.
ჯუფი ხობის მუნიციპალიტეტიდანაც გავედით:სალომე,თამთა ლიზი,გიორგი,ვოვკა,ირაკლი და დაჩი მომლოცველებს შევუერთდით და ერთსაათიანი ლოდინის შემდეგ ღვთის შეწევნით კვართთან მუხლმოდრეკისა და ლოცვის საშუალება მოგვეცა.







გზად მომავალებს საქართველოს ყველა კუთხის წარმომადგენლები გვხვდებოდნენ და მადლიან დღეს გვილოცავდნენ...
შეგეწიოთ ამ წმინდა დღის მადლი.

Комментариев нет:

Отправить комментарий