28 июн. 2011 г.

ხობი-მარტვილი-ნოქალაქევი

ხობი-მარტვილი-ნოქალაქევი.ამ მარშუტის გავლა მას შემდეგ გადავწყვიტეთ რაც ჩვენმა სალომემ ახალი A კლასის მერსედესი შეიძინა და მაქანასთან ერთად სალოს “პროფესიონალიზმის“შემოწმებაც ყველა ჩვენგანს გულის სიღრმეში ძალიან აინტერესებდა.
მიუხედავად წვიმიანი ამინდისა რვა კაციანი ჯგუფი მარტვილის მიმართულებით დილის 7 საათზე ხობიდან გავედით.სალომე,გიორგი,თეონა,მაია,ვოვა,თამთა,ირაკლი და თამთა სენაკის ასახვევიდან,ნაწვიმარ გზას გავუდექით.ჩემთვის ეს მარშუტი უცხო იყო რადგანაც მარტვილში პირველად მივდიოდი და ჩემს გვერდით მჯდომს იმდენი კითხვა დავაყარე ცოტა არ იყოს თავიც მოვაბეზრე მაგრამ ის მოთმინებით მპასუხობდა და მაცნობდა მარტვილი-ნოქალაქევის ღირსშესანიშნაობებს.
მიუხედავად ჩემი ცოტა არ იყოს „გიჟი“მძღოლისა რომელიც ხან წინ მიქროდა და ხანაც მაძლევდა იმის შესაძლებლობას დანარჩენებთან ერთად გაგვევლო,მარტვილამდე მშვიდობით ჩავედით,ქალაქის ცენტრში მონასტრის ადგილმდებარეობის გასარკვევად გავჩერდით,ერთი მგზავრი ავიყვანეთ და მონასტრის ფერდობსაც დავადექით,სასიამოვნოდ მოლაპარეკე უცნობი მამაკაცი მონასტერში ჩატარებულ სამუშაოებზე გვიყვებოდა,ამასობაში ტაძრის მისასვლესაც მივუახლოვდით,უცნობი მგზავრი დაგვემშვიდობა და დროის სასიამოვნოდ გატარება გვისურვა...ცოტა ხანში კი მეგობრებთან ერთად მარტვილის მონასტრის კიბეებს მივუყვებოდი.




მონასტერში წირვას მეუფე პეტრე აღავლენდა,



წირვის დასრულების ჩვენთვის საყვარელი ფოტო სესიის დროც დადგა.





შესანიშნავ ბუნებაში გასეირნების შემდეგ გეზი ნოქალაქვისაკენ ავიღეთ...




წინ სალომეს მერსედესი მიგვიძღოდა,სალოს თამთა მიყვებოდა ხოლო ჩვენ ბოლო მივსდევდით „კოლონას“.(მძღოლი დაჭკვიანდა და ნელა მოძრაობდა).


გზად კოკისპირულად გაწვიმდა,მიუხედავად წვიმისა ნოქალაქევში მაინც გავიარეთ, გეზი ფერდობისაკენ ავიღეთ და ბუნების საღრმეში ულამაზეს ადგილას აღმოვჩნდით, სადაც წაროუდგენელი სილამაზე დაგვხვდა, მდინარე ტეხურას პირას პატარა ქოხი იდგა სადაც მასპინძლობა ძია ემზარმა გაგვიწია.ახალგაზრა ხობელებს როგორც თავად ბატონმა ემზარმა აღნიშნა სახლის კარებთან ერთად გულის კარებიც გაუღო...




სულ მალე კი ქოხის მოკრძალებულ აივანზე სუფრის გაშლას შევუდექით.გიორგი,თეონა და ირაკლი მწვადების შეწვას შეუდგნენ,ვოვა და მაიამ ჯერ სალათი გაამზადეს ხოლო შემდეგ ძველი ნარდი გამოძებნეს და მისი თამაშით გაირთეს თავი.სალომემ ფოტოსესია არც ამჯერად დაივიწყა,მე კი ფოტო გადამღების ამპლუა მოვირგე,თამთა ძველ რადიომომღებს აჩხრიალებდა და განწყობის ასამაღლებლად ზრუნავდა...







Добавьте подпись


რამოდენიმე ხნიანი ლოდინის შემდეგ სუფრას მივუსხედით,ჩვენმა თამადამ(გიორგიმ)ფრთიანი სადღეგრძელოების წარმოთქმით დაილოცა,მასპინძელს თბილი დახვედრისათვის მადლობა გადავუხადეთ და დღიურში ავტოგრაფებიც დავუტოვეთ.
ექსკურსიის დასასრულს,მაშინ როდესაც უკვე ხობისკენ ვბრუნდებოდით ამინდიც გამოვიდა და მზის სხივებმა სენაკიდან გამოგვაცილეს,ხოლო სალომემ და თავისმა „მერსმა გამოცდა“ ზედმიწევნით კარგად ჩააბარეს.



Комментариев нет:

Отправить комментарий