განახლებულმა და ევროსტანდარტების შესაბამისმა ანაკლიის პატრიოტთა ბანაკმა, 6ივნისს ახალგაზრდების პირველი ნაკადი უკვე მიიღო.სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან ჩამოყვანილ ბავშვებს ხობელი მოსწავლეებიც შეუერთდნენ. ზურგჩანთა მიკიდებული ბავშვები ხობის ცენტრში დილიდან იკრიბებოდნენ და ბანაკისაკენ წასასვლელად წუთებს ითვლიდნენ...14:15 წუთზე სამარშუტო ტაქსი ანაკლიის მიმართულებით დაიძრა...15 მოზარდი გზაში ისე გაერთო ანაკლიამდე მისვლა ვერც უგრძვნიათ,საათნახევრიანი მანძილის გავლის შემდეგ მათი საოცნებო ბანაკიც გამოჩნდა,მაგრამ ბანაკამდე მისვლა დროებით შეუძლებელი აღმოჩნდა,ე.წ ”კამაზის”მარკის სატვირთოს ბანაკამდე მისასვლელი გზა “გადაეკეტა”,სპეციალური მძიმე ტექნიკის ჩარევის შემდეგ გზა თითქოს განთავისუფლდა მაგრამ...ჩვენს წინ მიმავალი “მარშუტკაც”სწორედ იმავე ადგილას “ჩარჩა” სადაც “კამაზი”იყო ჩარჩენილი.ნახევარსაათიანი შეყოვნების შემდეგ როგორც იქნა ჩვენი გადასვლის ჯერმაც მოაღწია იმ ადგილზე რომელისთვისაც თამამად შეიძლებოდა ბეწვის ხიდი გეწოდა,აქ ჩვენი მძღოლის გამოცდელებამ გაჭრა და “სახიფათო ზონა”უპრობლემოდ გადავიარეთ,რასაც ბავშვების მხრიდან შესაბამისი ოვაციები მოჰყვა.
ლიდერები ბანაკში მისულ ბავშვებს ეზოში ხვდებოდნენ და სხვადასხვა ჯგუფებში ანაწილებდნენ,გადანაწილების მომენტში ჩვენ,როგორც ბავშვების “თანმხლებმა პირებმა,ბანაკის დათვალიერება მოვასწარით,აქ აშენებულმა აკვა პარკმა, საველოსიპედო და სასკეიტბორდო ტრასებმა, პირველად, პატრიოტებისათვისს ანაკლიასა და განმუხურს შორის სასეირნოდ შეძენილმა იალქნიანმა ნავებმა,კომფორტულმა და მყუდრო გარემომ, იმდენად მოგვხიბლა რომ დარჩენის სურვილმა იმძლავრა ჩვენში...მაგრამ სწორედ ამ დროს დაიძრა ჩვენი თეთრი “მარშუტკა”ბანაკიდან და ერთ საათში კვლავ ხობში მოგვაქროla

Комментариев нет:
Отправить комментарий