1 июн. 2011 г.

8 აგვისტოს მემორიალთან ხობელი საზოგადოება შეიკრიბა

8 აგვისტოს რუსული აგრესიის შედეგად ტრაგიკულად დაღუპული ხობელი ბიჭების ხსოვნის მემორიალთან ხობელმა საზოგადოებამ მოიყარა თავი.მათ პატივი მიაგეს XXI საუკუნის გმირებს,ყვავილებით შეამკეს მემორიალი და წმინდა სანთლებით გაუნათეს ცათა სასუფეველი.
ხობის საერო სკოლა-ლიცეუმ “არეას”მოსწავლეები საზოგადოების წინაშე ორიგინალური და პარტიოტული ნომრებით წარსდგნენ.
ცრემლებითა და სევდიანი მოგონებებით გაიხსენეს ბიჭები შეკრებილებმა,2008 წლის 8 აგვისტო,დაღად დაესო ხობსა და სრულიად საქართველოს.ჩვენი ბიჭების სიკვდილმა მოუშუშებელი ტკივილი დაგვიტოვა,ხობს გლოვის ფერი დღემდე შემორჩა...ბიჭებმა კი სამშობლოს ყველაზე ძვირფასი რამ რაც კი გააჩნდათ თავიანთი სიცოცხლე მიუძღვნეს.
მათ სახელებს დავიწყება არ უწერიათ...



Комментариев нет:

Отправить комментарий